|
2020-02-13 18:10:54, 1630 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მელიას საქმეზე - ივანიშვილს ჰგონია, პოლიტიკური ლიდერების დაიჭერითა და მუქარით ჩაახშობს უკმაყოფილებას და მოიგებს არჩევნებს
„ივანიშვილს ჰქონია, პოლიტიკურ ლიდერებს დაიჭერითა და მუქარით ჩაახშობს უკმაყოფილებას და მოიგებს არჩევნებს, მაგრამ პირიქით მოხდება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმის განახლებას. როგორც ბოკერია აღნიშანვს, ნიკა მელიას საქმე, გიგი უგულავას საქმეს ძალიან ჰგავს. „მელიას საქმე ჰგავს უგულავას საქმეს. იქაც ზეპირი მოსმენის გარეშე მიმდინარეობს პროცესი, მერე იქ კიდე სააპელაციოში გაწელავენ, რა მნიშვნელობა აქვს. არავინ არაფერს არ გამოვრიცხავთ. იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის ბრიყვულად, უგუნურად, ქვეყნისთვის საზიანოდ, მისთვის პერსონალურად დამღუპველად ივანიშვილს არჩეული აქვს კურსი, რომ ამ გზით გადაირჩინოს თავი. პოლიტიკურ ლიდერებს დაიჭერს და ამ დაჭერებით და ჰგონია, მუქარით ჩაახშობს უკმაყოფილებას და მოიგებს არჩევნებს. არადა პირიქით მოხდება, ეს ყველაფერი ძალიან მწარედ დასრულდება მისთვის“, - განაცხადა გიგია ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,ნიკა მელიას მიმართ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გამოტანილი განაჩები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმეზე პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა, ხოლო მელიას საქმეს სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ვეფხია ლომიძე განიხილავს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)