|
2020-02-11 13:41:53, 1284 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე სტრატეგიულ პარტნიორებს - სასამართლოს პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არაა
„ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სტრატეგიულ პარტნიორს ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლოს პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არ არის“, - ასე გამოეხმაურა სტრატეგიული პარტნიორების მორიგ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მანვე აღნიშნა, რომ არასწორი იფორმაციის მიწოდების გამო წინა შემთხვევებშიც გაკეთდა მსგავსი შინაარსის განცხადებები. „ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სტრატეგიულ პარტნიორს ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლოს პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არ არის და საქართველოში ასე არასდროს არ იქნება. ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევა, როდესაც არასწორი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული განცხადებები გაკეთდა და შემდეგ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები ვნახეთ, რომლებიც აბსოლუტურად პოზიტიური იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პრეცედენტი კიდევ დაფიქსირდა.თუ ვინმეს ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია უნდა ჰქონდეს ვინმესთან, ესაა სასამართლო, ხოლო მის მიმართ პრეტენზიები განიხილება სტრასბურგში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯეიმს რიში გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით დევნის გზა აირჩია.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)