|
2020-02-10 18:40:28, 1590 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი - ოპოზიცია წყვეტს მოლაპარაკებებს პირსისხლიან ივანიშვილთან და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე
„ვწყვეტთ ყველანაირ მოლაპარაკებებს, რაუნდებს პორსისხლიან ივანიშვილთან და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილს რეჟიმს უახლოვდება ხალხის მრისხანება და პოლიტიკიდან სამუდამო გასტუმრება. „პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები, მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი და ის ემზადება ახლა, რეჟიმის ციხეში წასავლელად. ეს არის მთელს საზოგადოებაზე დაფურთხება. ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები აცობრიობის ისტორიაში. ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, რომელიც ვართ საქართველოს ოპოზიციას, არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე, ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო. ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალო ქუჩის ტალღის აგორებისათვის მთელ საქართველოში, ემზადოს რეჟიმი იმისათვის, რომ მას უახლოვდება ხალხის მრისხანება და სამართალი და პოლიტიკიდან სამუდამო გასტუმრება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)