|
2020-02-08 18:12:35, 2295 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი სააკაშვილის შტაბზე - რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უკეთესი
„რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უფრო კარგი იქნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს შტაბი ახალგაზრდების გასააქტიურებლად კარგი საშუალება იქნება. „რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უფრო კარგი იქნება. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ბრძოლაში, საბოლოოდ ჯამში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ახალგაზრდული მოძრაობები იგივე „შეცვალე“, „გაბედე“, სირცხვილია“ და ა.შ ისინი პრაქტიკულად ყოველ დღე აქტიურობენ ამ ბრძოლაში. სწორედ ახალი სახეების მოსაზიდად, ახალგაზრდების გასააქტიურებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს შტაბი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. ის ხალხი, ვისაც პოლიტიკაში ჩართვა, ვისაც სურს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ პირველი მარტიდან გახსნის შტაბს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)