|
2020-02-08 15:53:08, 1888 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია - ევროკავშირის ანგარიშში შესაძლოა მითითებული იყოს სფერო, სადაც დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო
„არ გამოვრიცხავ, რომ ანგაშიშში მითითებულია ძალიან ბევრ პოზიტივზე. ანგარიშში შესაძლებელია ასევე იყოს ის სფეროები, სადაც არსებობს სივრცე, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. ბერაიას განცხადებით, თუ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ არსებული საარჩევნო სისტემა ძალაში დარჩება. „ანგარიში გამოქვეყნდა გუშინ. მე პირადად, არ მქონია შესაძლებლობა გავცნობოდი ანგარიშს. შემდეგ უკვე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. არ გამოვრიცხავ, რომ ანგაშიშში მითითებულია ძალიან ბევრ პოზიტივზე. ანგარიშში შესაძლებელია ასევე იყოს ის სფეროები, სადაც არსებობს სივრცე, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის. არსებობს რაღაც რაციონალური პერიოში, რა პერიოდშიც უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, თუ მოხდება შეთანხმება და ამის შედეგად უნდა განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები, რასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ იმ ვადებში, რა ვადებიც ახსენა პარლამენტის თავჯდომარემ, გადაწყვევტილების მიღება და შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ არჩევნები ჩატარდება იმ მოდელით, რა მოდელიც დღესაა ძალაში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)