|
2020-02-08 13:22:01, 2106 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ევროკავშირის მოწოდებაზე - პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის
„როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია იქნეს შესუსტებული, ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს რეფორმების ერთგულ ქვეყანას უწოდებს. „როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია იქნეს შესუსტებული, განეიტრალებული, ეს არის ბუნებრივი რეაქცია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის. ურთიერთდათმობა გულისხმოს იმას, რომ როდესაც ერთი მხრიდან ასეთი კომპრომისული ვარიანტი უკვე შემოთავაზებულია, მეორე მხრიდანაც ასე ულტიმატუმის სახით არ იყოს საუბარი და იყოს კომპრომისული ვარიანტი, რომელზეც საბოლოოდ მოგვეხმარება კონსესუსის მიღწევაში და პოლარიზაციის განეიტრალებასა და მისი ხარისხის შესუსტებას ბუნებრივად შეუწყობს ხელს. ეს ამოვიკითხეთ ჩვენ ევროკავშირის ერთ-ერთ გზავნილში. როდესაც ევროკავშირის პოზიცია არის პოზიტიური და ის მოიხსენიებს საქართველოს, როგროც რეფორმებს ერთგულ ქვეყანას, ეს უდავოდ პოზიტიური შეფასებაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სივრცის პოლარიზება დაიძლიოს და განეიტრალდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)