|
2020-02-08 11:39:34, 1963 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - აშშ საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად განიხილავს
„აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მის მთავარ პარტნიორს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ელჩის თქმით, აშშ-ში სენატორებსა და კონგრესმენებთან უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების შესახებ ისაუბრეს. „საქართველოს პარლამენტის სპიკერთან საუბრის დროს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს გააჩნია აშშ-სგან. განხილული იქნა, რა საკვირველია, ჩვენი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მის მთავარ პარტნიორს რეგიონში, გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)