|
2020-02-07 12:56:28, 2030 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ირაკლი შოთაძეს აქვს ღირსების მაღალი შეგრძნება და იმსახურებს მხარდაჭერას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირალი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენენ, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, შოთაძეს აქვს ღირსების მაღალი შეგრძნება და იმსახურებს მხარდაჭერას. „იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ამაზე ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი უკვე ვიცი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პარლამენტი მიიღებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებსა და რეპუტაციას. შესაბამისად, მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)