|
2020-02-07 12:43:01, 1963 ნახვა
კომენტარი
დეკანოიძე - მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი გენერალურ პროკურორად შოთაძეს დანიშნავს
„მოლოდინი მაქვს, რომ შოთაძეს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი გენერალურ პროკურორად“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისოვე თქმით, „თადუმაძეები“ და „შოთაძეები“ ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან. „მოლოდინი მაქვს, რომ შოთაძეს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი გენერალურ პროკურორად. ანუ ჩემთვის ახლა შოთაძეები და თადუმაძეები არიან ბიძნა ივანიშვილის სახის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან არა მართლმსაჯულებას, არამედ ბიძინა ივანიშვილს. გახსოვთ ალბათ, საპროკურორო საბჭომ დიდი ზარზეიმით დაიწყო ეს რეფორმა. ეს თავისთავად არის ამ მახინჯი პოლიტიკური მართლმსაჯულების ერთი განშტოება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად, საპროკურორო საბჭო სხდომას გამართავს და წარდგენილი 4 კანდიდატიდან, რომელთა შორის არის ირაკლი შოთაძე, კენჭისყრის შედეგად ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)