|
2020-02-06 17:57:01, 1673 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ირაკლი შოთაძემ დააფიქსირა
„რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, დააფიქსირა ბატონმა ირაკლი შოთაძემ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი გენერალური პროკურორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. „კენჭისყრის პროცედურის შედეგად ოთხი კანდიდატია გამოვლენილი. რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, დააფიქსირა ბატონმა ირაკლი შოთაძემ . მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ირაკლი სოტაძეს დავუჭირე მხარი. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე კანდიდატს დავუჭირე მხარი. მატ შორის ერთ ქალს, რომელიც წარდგა საპროკურორო საბჭოს წინაშე გასაუბრებაზე. ასე, რომ გენდერული ბალანსი დავიცავი. ჩემი მხარდაჭერა ოფიციალური დოკუმენტში ასახულია. ხვალ ამ ოტხ კანდიდატს შორის ჩატარდება ფარული კენჭისყრა და გამოვლენილი იქნება ის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს შესაბამისი დასაბუთებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ, კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. კენჭისყრისას ირაკლი შოთაძემ 10 ხმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)