|
2020-02-05 12:43:05, 1104 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - ბრალდება, თითქოს უმრავლეობას შეეშინდა პირკეტირების და ადრე მოვიდა პარლამენტში, უსაფუძვლოა
„ის, რომ თითქოს უმრვალესობას შეეშინდა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში 10:00 საათზე და მოიგონა უმრავლესობის სხდომა, ეს აბსოლუტურად უსაბუძვლოა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის პიკეტირებისა და უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნის დრო უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა. „ის, რომ თითქოს უმრვალესობას შეეშინდა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში 10:00 საატზე და მოიგონა უმრავლესობის სხდომა, ეს აბსოლუტურად უსაბუძვლოა. რამეთუ, თვითონ ოპოზიციამ დაანონსა პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ ისედაც გვქონდა დაგეგმილი სხდომა, უბრალოდ დაემთხვაეს დრო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)