17:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 12:11:06, 996 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - „სირცხვილის კორიდორი“ დაანონსდა თუ არა, ივანიშვილის შეშინებული მსახურები მაშინვე შეიპარნენ პარლამენტში

„როდესაც სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ბიძინა ივანიშვილის მსახურებს, რომ დილასვე შიპარნენ აი ამ შენობაში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოქალაქეებისა და მათთან ურთიერთობის ეშინია.

„როდესაც სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ბიძნა ივანიშვილის მსახურებს, რომ დილასვე შიპარნენ აი ამ შენობაში, რომელსაც იმდენად სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ გადაიქცა მართლაც სირცხვილის და უტიფრობის ციტატელად, მას შემდეგ, რაც აქ ადამიანებს თვალები დათხარეს და დააზიანეს მოქალაქეები. მათ ეშინიათ ადამიანებთან ურთიერთობის და ამიტომ შეიპარნენ პარლამნტში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics