|
2020-02-04 14:55:19, 1423 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი გენპროკურორად შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე - მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არ მიაჩნია სწორად ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნება და მის ადგილას, ასე არ მოიქცეოდა. მისივე თქმით, ის კარგი პროფესიონალია. „როგორც კი დასახელდა შოთაძის გვარი, გასაგები იყო, რომ ხელახლა დაბრუნდებოდა მთავარი პროკურორის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც საპროკურორო მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და სამართალშიც კარგი პროფესიონალია, მან თავად დატოვა თანამდებობა, თან ისეთ ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ძალიან დიდ აღშფოთებას. მე უბრალოდ არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდეგ უკან დაბრუნება იგივე თანამდებობაზე. მე მას არ განვსჯი, მაგრამ მე მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. არ მგონია სწორი“, – აცხადებს ჩუგოშვილი. შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, 2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)