|
2020-02-03 13:28:28, 1453 ნახვა
კომენტარი
ნინო წილოსანი - ოპოზიცია ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად დარჩება მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ
„ეს ოპოზიცია საბოლოო ჯამში, დარჩება მხოლოდ ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, - ასე გამოეხმაურა 4 თებერვალს დაგეგმილ აქციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი. წილოსანი აღნიშნავს, რომ დეპუტატები ხვალ პარლამენტში შესვლას თავისუფლად შეძლებენ. „ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პარლამენტარები შეძლებენ პარლმანეტში შესვლას ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო იდგება თავის ადგილას. ეს ოპოზიცია კი საბოლოო ჯამში, დარჩება მხოლოდ ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, ხვალ, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად იხსნება. როგორც ცნობილია, ხვალ პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყობა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)