|
2020-02-03 12:34:50, 1222 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ვაშინგტონში არაფრის მომგვარებელი არ არის
„მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში არაფრის მომგვარებელი არ არის“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ში მმართველის გუნდის მიერ დაგეგმილ ვიზიტს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, თუ დღის წესრიგში სანქციების დაწესების საკითხი დადგება, საქართველოდან ჩასული ვიზიტორები ამას ვერ გამოასწორებენ. „ვიზიტი, ასე ვთქვათ, განყენებულად და როგორც აღვნიშნე, მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში არაფრის მომგვარებელი არ არის. იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა არის იმაში, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო ხელისუფლებამ და დააზიანა ამით ბევრი რამ. არ მგონია სანქციების დაწესების საკითხი სერიოზულად იდგეს დღის წესრიგში და თუ ეს საკითხი დადგა, მე არ მგონია აქედან ჩასულომა ამა თუ იმ პირმა შეცვალოს რამე. ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებებს არც იღებენ და არც ცვლიან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)