|
2020-01-31 17:03:44, 2346 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა
შუახევი მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ბაგა-ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე და მერიის საფინასო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე ესწრებოდნენ. შეხვედაზე ორგანიზაციის მიერ, გასულ წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამეს, ისაუბრეს ბაღებში ასრებულ ვითარებაზე და 2020 წლის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც აღინიშნა, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყველა ბაღი უზრუნველყოფილია გათბობის თანამედროვე სისტემითა და საჭირო პროდუქტებით. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო ფურტიოს ბაღში, რაც დროულად აღმოიფხვრა. თუმცა ალტერნატიული წყაროს მოძიების შედეგად ბაღში სააღმზრდელო პროცესში არ შეფერხებულა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 263 000 ლარით გაიზარდა და 1 500 000 ლარს შეადგენს. მოქმედებს 13 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი. 2019 წელს გაიხსნა ბუთურაულის და ხაბელაშვილების ბაღები, მშენებლობა მიმდინარეობს ჯაბნიძეების ბაგა-ბაღზე. 2020 წელში დაგეგმილია დღვანისა და მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა, ხოლო გორში, ინწკირვეთსა და ბრილში ალტერნატიული ჯგუფების გასხნა. ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, გამოთქვამს მზაობას საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა სოფლებშიც გაიხსნას სააღმზრდელო დაწესებულებები.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)