|
2020-01-31 16:55:28, 7679 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კინოჩვენება გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართული ფილმის - „მოირა“ ჩვენება გაიმართა. თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ფილმი რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ და მსახიობებმა - ზაზა მაღალაშვილმა და პაატა ინაურმა წარუდგინეს. ფილმის ჩვენების შემდეგ, მათ გადაღების პროცესისა და ფილმის წარმატებების შესახებ ისაუბრეს. ქართული მხატვრული ფილმი 2015 წელს აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ნაშრომად დაასახელა. ამავე წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე „მოირა“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „მოირა“ აშშ-ის კინოაკადემიის „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარადგინა. კინოჩვენებები, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, თავდაცვის ძალებში ქართველი სამხედროებისთვის პერიოდულად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)