|
2020-01-31 15:24:45, 2678 ნახვა
კომენტარი
გვარამია თავდამსხმელებზე - ეს ხალხი დაქირავებულია და მათ ფულს გიორგი ვოლსკი უხდის
„ეს ხალხი არის დაქირავებული, მათ უხდიან ფულს“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მასზე თავდასხმა გიორგი ვოლსკიმ შეუკვეთა და ის მოითხოვს, რომ ვოლსკიმ დატოვოს მანდატი და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც დამკვეთი. გვარამიას თქმით, მასზე თავდასხმა გიორგი ვოლსკიმ შეუკვეთა. ის მოითხოვს, რომ გიორგი ვოლკიმ მანდატი დატოვოს და სისხლის სამართლის პასუხისმგელობაში მიეცეს, როგორც დანაშაულის დამკვეთი. „მათ ჰქონდათ მოტივი ჩემზე ანგარიშსწორებისთვის. ჩემზე ანგარიშსწორება არის ჟურნალისტური და პოლიტიკური პოზიციის გამო. ეს არის სიძულვილის დანაშაული. ამიტომ 126 მუხლით კვალიფიკაცია არის არასწორი. კვალიფიკაცია უნდა მოხდეს მოტივის მიხედვით. ეს არის ჟურნალისტურ და ადვოკატურ საქმიანობაში ხელშეშლა, ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო ანგარიშსწორება . ამ „კრაკადილშიკებს“ საერთოდ არ აინტერესებთ და არც იციან ჩემი საზოგადოებრივი პოზიცია. ეს ხალხი არის დაქირავებული, მათ უხდიან ფულს, ამას აკეთებს გიორგი ვოლსკი. დღეს მე ჩვენება მივეცი ვოლსკის წინააღმდეგ, ის არის დამკვეთი ამ ანგარიშსწორებისა და არის დამნაშავე. ეს არის მძიმე დანაშაული. ის უნდა დაიკითხოს პირველ რიგში, მასზე ჩვენება მაქვს მიცემული როგორც დამკვეთზე. კეთილი უნდა ინებოს პოლიციამ და პროკურატურამ და ის დაკითხონ. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით მანდატი დატოვოს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების დამკვეთი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)