|
2020-01-31 13:48:47, 2088 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს 2020 წლის არჩევნების ოპოზიციასთან შეთანხმებული საარჩევნო სისტემით ჩატარებას
„ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტი „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი საერთაშორისო დარტყმაა. „ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“. დოკუმენტში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება, პირდაპირ არის დაგმობილი საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების არ გამოძიება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)