|
2020-01-31 10:40:56, 1666 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ხანძრის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის უმეტესი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა. დაშავებული სხეულზე მიღებული დამწვრობით, თავდაპირველად გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეპატრონის მხრიდან არასწორად დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა გახდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე კახეთის 6 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)