|
2020-01-30 13:37:00, 1973 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ევროსაბჭო ჩვენი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დადებითად და წარმატებულად აფასებს
„მე ვიცი, რომ თავად ევროსაბჭო, ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აცხადებს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. წულუკიანის თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციის უფლებაა, რომ საქართველოს ეს წარმატება დააკნინოს, მაგრამ ობიექტურად თუ შეაფასებენ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იყო წარმატებული. „თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დგას საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის, შინაარსით დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით, ალბათ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ ეს სიტყვა და მისი გამოსვლაც შევაფასოთ ობიექტურად, რადგან ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს. ის წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და ყოველთვის არ გვქონდა ის ფუფუნება, რომ გვყოლოდა პრეზიდენტი და ვყოფილიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. მე ვიცი ერთი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ საჯარო მოხელე, ჩვენი პრეზიდენტის იქ ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აცხადებს. რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი ეს წარმატება დააკნინოს ან თვითონ პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ იმას, რაც მოხდა და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)