|
2020-01-29 17:54:00, 1532 ნახვა
კომენტარი
გახარია საქართველოში ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონის შესაბამისად
„მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე. როგორც მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის. „ერთმნიშვნელოვნად გეტყვით რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონის შესაბამისად. ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. საქართველო გახლავთ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ევროსაბწოში რუსეთს აღუდგა წევრობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვინც არ უნდა განაცხადოს, ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი გაკეთებული იქნება საქართველოს კანონის სრული შესაბამისობით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეძებს თუ არა მთავრობა შუალედურ ვარიანტს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის, პრემიერმა ასე უპასუხა: „მე არაფერს ვეძებ. ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)