|
2020-01-29 15:34:22, 1502 ნახვა
კომენტარი
კალაძე: კონგრესმენების განცხადებები მეგობრულ ურთიერთობებს სცდება - ეს ტონი კატეგორიულად მიუღებელია
„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყველა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კონგრესმენების განცხადებების ტონი მისთვის კატეგორიულად მიუღებელი. „განცხადებები,რომელსაც ჩვენ ვისმენთ ცდება ყველა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იმიტომ, რომ ამერიკა თქვენ იცით, რომ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად სტრატეგიული კანონმდებლობის წარმომადგენლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რას წარმოადგენს კომპანია „ფრონტერა“. დავიწყეთ საქმის წარმოება და საერთაშორისო არბიტრაჟში მიდის საქმე. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ წააგებენ. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მათ განცხადებებში აშკარად იკვეთება ფაქტობრივი ცდომილებები“, -განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)