20:01 - 18 Aug, 2026
|
2020-01-28 15:06:30, 1852 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია, თუ გასცდა კანონის ფარგლებს, ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია. თუმცა მისივე თქმით, თუ ეს პროტესტი გასცდება კანონს, ჩამდენმა უნდა აგოს სათანადო პასუხი. „ცივილური ფორმით, კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი, აზრი მისაღებია. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი. კანონის ფარგლებში ყველაფერი მისაღებია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გასცდება კანონის ფარგლებს, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რა კანონდარღვევა შეიძლება, ჩაიდინოს ვინმემ, შესაბამისი ადეკვატური პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 4 თებერვლიდან პროტესტის განახლებასა და აქციების დაწყებას აანონსებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)