|
2020-01-28 14:47:57, 2896 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: „მუყაოს ქალაქში“ მშენებლობა თებერვლიდან დაიწყება
აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე და მათ შორის ე.წ. ოცნების ქალაქის შესახებ ისაუბრა. ,,დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე წინადადებების მიღება. საქმე ეხება ე.წ. მუყაოს ქალაქს. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული და როგორც დავპირდით მოსახლეობას, წელს თებერვალში დავიწყებთ მშენებლობას. გავაგრძელებთ მუშაობას ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე კრიტერიუმის შემუშავების მიზნით. ეს მოგვცემს საშუალებას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ რეგიონში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ ე.წ. მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება. დასრულდა წინადადებების მიღება გამოცხადებულ მშენებლობის ტენდერზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა. ოცნების ქალაქთან დაკავშირებული საკითხი რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური გამოწვევაა, რომელსაც აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში თანმიმდევრულად ახორციელებს. ე.წ. „ოცნების ქალაქში" 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)