20:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 13:37:49, 1024 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე - ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ინვესტორი

„ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ინვესტორი“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორთა გამოხატვის პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა და მასში ბევრი ახალი ცვლილება უნდა ჩაიდოს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა და ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელიც შეძლებს და ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება, რათა ეს პროექტი განახორციელოს. ამ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს გამოცხადდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უშუალოდ საინვესტიციო ხელშეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ასევე მოგეხსენებათ, ბანკებთან მოლაპარაკებების შედეგად, გარკვეულ ცვლილებებზე დათანხმდა მთავრობა. შესაბამისად, ახალ ინტერესთა გამოხატვაში ყველა ეს ცვლილება უნდა ჩაიდოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics