16:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 16:41:01, 1876 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - ქვეყანაში დესტაბილიზაციის ასარიდებლად საუკეთესოა შერეული სისტემა, მთავარია არ დავუშვათ ხმების გაყალბება

„დესტაბილიზაციის, სტაბილურობის შერყევის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო ვერსია შერეული სისტემაა, მთავარია არ დავუშვათ ხმების გაყალბება“,  - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ენა უნდა მონახონ.

„ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია სწორია, რაც გულისხმობს ქვეყნის დესტაბილიზაციის, სტაბილურობის შერყევის თავიდან არიდებას. საუკეთესო ვერსია ამისთვის შერეული სისტემაა, რომელიც ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მთავარია, არ დავუშვათ გაყალბება, ის, რასაც ჩვენ არაერთხელ მოვესწარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. ვფიქრობ, ეს არ განმეორდება. სისტემა როგორი იქნება, რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მაინც კარგი იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ენა მოძებნონ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც სენატორიც საუბრობს“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics