|
2020-01-27 11:06:21, 1216 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: ივანიშვილის პროკურატურაში მორიგი სპექტაკლი იწყება, კანდიდატს პირადად ბიძინა ივანიშვილი ირჩევს
„გენერალური პროკურორობის კანდიდატს სინამდვილეში, პირადად ბიძინა ივანიშვილი ირჩევს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესის დაწყების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთელი კანდიდატების დასახელებისა და შემდგომ შერჩევის პროცედურა სრული ფარსია და კანონთან არავითარი კავშირი არ აქვს. „ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, წარმოდგენა, რომ თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში კანდიდატს პირადად ირჩევს ბიძინა ივანიშვილი. მთელი ეს პროცედურა ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის არის სრული ფარსი. მას არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან. ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და ის გენერალური პროკურორი, რომლის პროკურორობის დროსაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო და სააშკარაოდ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, დამნაშავეთათვის ხელის დაფარება, ვგულისხმობ, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე, რასაც მოჰყვა შემდგომ მისი გადადგომა, ამ პროკურორს კვლავ აბრუნებს თანამდებობაზე, რაც არის მისი მხრიდან თავხედური საქციელი. ოღონდ საზოგადოება ამ საქციელს ადეკვატურად უპასუხებს. ეს პასუხი აისახება არჩევნების შედეგებზე, რომელსაც ივანიშვილი მწარედ წააგებს. ეს არის თავიდან ბოლომდე სპექტაკლი. კანდიდატს საპროკურორო საბჭო არ არჩევს, კანდიდატს არჩევს ივანიშვილი. ის არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)