|
2020-01-25 17:55:44, 2338 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია: ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამისი საშიშროება არ არსებობს
„კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი, რომლის ამ შემთხვევაში, გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე. კონტაქტური გზით იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები, აღწერილი არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამრიგად ამისი საშიშროება არ არსებობს. „რა, შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებულს, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების, გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრონციპების შესაბამისად, როგორც კი ეს მითითება გვექნება ჩვენ მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)