|
2020-01-25 16:39:58, 1951 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი მორიგ კრიტიკულ წერილზე: კონგრესმენები ყველას გასაგონად გვეუბნებიან, რომ „ოცნება“ და მათი ლიდერი „შიშველია“
კონგრესმენები ყველას გასაგონად გვეუბნებიან, რომ „ოცნება“ და მათი ლიდერი „შიშველია“ “, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კიდევ ერთ კრიტიკულ წერილს პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, ჩვენი უცხოელი მეგობრები გვატყობინებენ, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზებს გადაუხვია და არსებული ვითარება შესაცვლელია. „ეს იყო ბოლო წვეთი. ჩვენი მეგობრების მოთმინების ფიალა ვაშინგტონშიც, ვილნიუსშიც, ბრიუსელშიც, ბერლინშიც და ყველგან უკვე აივსო. უკვე ყველას გასაგონად გვეუბნებიან - ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნება“ და მათი ლიდერი შიშველია, მათ გადაუხვიეს გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობის და ეს შესაცვლელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი კრიტიკული წერილი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გაუგზავნა. წერილში, კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უკუსვლისა და ეკონომიკური მდგომრეობის გაუარესების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)