|
2020-01-25 14:05:49, 2115 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის ე.წ საზღვრის დროებით გახსნაზე - გადაადგილების შესაძლებლობა შეღავათია
„ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უდიდესი შეღავათია იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ფაქტობრივ ტყვეობაში ჩაკეტილები“,- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზს მიღმა გადმოსვლას ძირითადად პენსიონერები ახერხებენ. „არის გარკვეული მოძრაობა და გადაადგილების შესაძლებლობა,ძირითადად იმ პენსიონრებზე ვსაუბრობთ,რომელთაც ოჯახების ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში - წეროვანში ჰყავთ. ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ და უდიდესი შეღავათია იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ფაქტობრივ ტყვეობაში ჩაკეტილები," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თითქმის 5 თვიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი 10 დღით, 2 თებერვლამდე გახსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)