|
2020-01-24 16:50:20, 2316 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა
„ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა”,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. ვაშაძემ აღნიშნა, რომ მომხდარზე ხაბეიშვილის პასუხი იყო ღირსეული, რადგან ძალადობა „ქართული ოცნების“, ჯიბგირებისა და თახსირების საქმეა. „ეს არის ბიუჯეტის ქურდების ვენდეტა,ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე, ადამიანზე,რომელიც დღე არ გავა ,რომ ფაქტებით არ გვაჩვენებდეს როგორ იპარავს კალაძე და მისი მთელი შანტრაბა თბილისის ბიუჯეტიდან ფულს, როგორ ძარცვავენ თბილსს და მდიდრდებიან ისინი და მათი გარემოცვა.დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა,რომ ქართული ოცნება არის დამთავრებული .მინდა ლევანს ვუთხრა ,რომ ღირსეული პასუხი გასცა, როდესაც თქვა, რომ არ დაიწყებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას,რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის.ეს ამ ჯიბგირებისა და თახსირების საქმეა”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)