|
2020-01-24 16:26:32, 2229 ნახვა
კომენტარი
საკრებულოს თავმჯდომარე - ორივე მხარეს მოვუწოდებ თავი შეიკავონ პირადი შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირებისგან
„მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი პირადი შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირებისგან“, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს და სიმშვიდე შენარჩუნდეს. „მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან - როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ შენობაში, იყოს სიმშვიდე და მიღებული იყოს უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, გაერთიანებული კომისიის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აღენიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)