21:03 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 14:48:36, 1757 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ომბუდსმენს უთხრეს, რომ ის დადის მხოლოდ ოპოზიციის ლიდერ პატიმრებთან და მეორე დღეს ის ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა

„როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ ის დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის შესახებ მისი მედიაში გავრცელების შემდეგ გასაჯაროვდა.

„ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრების შესახებ გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც მედიაში უკვე გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია. ზოგადად, კრიტიკა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მხრიდან ისმოდა სახალხო დამცველის მისამართით, შემდეგ რეალიზდა იმაში, რომ ის წავიდა და მაინც და მაინც „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე. ეს კრიტიკა ასე არ უნდა რეალიზებულიყო. თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამაზე ვერ გავაკრიტიკებ. შემიძლია, მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, როდესაც უთხრეს სახალხო დამცველს, რომ ის დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც მსჯავრდებულები არიან, ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ის ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics