|
2020-01-17 13:56:44, 2579 ნახვა
კომენტარი
გახარია შოთაძის კანდიდატურაზე: მას შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯები და აიღოს პასუხისმგებლობა ყოველგვარი ცეკვების გარეშე
„გენერალური პროკურორობის კანდიდატებიდან, მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს, რომელიც ღირსეული კანდიდატი და ღირსეული პროფესიონალია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას. მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯები და პასუხისმგებლობა აიღოს ყოველგვარი „ცეკვების“ გარეშე. „მთავარი გენერალური პროკურორის გარკვეული დროის შემდეგ კანდიდატს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს, რომელიც ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალია. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება. ჩვენს პოლიტიკურ რეალობასა და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად ყოველგვარი ცეკვების გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)