|
2020-01-17 13:52:29, 2461 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე: აგონიაში მყოფი ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება - „ფეხებზე მკიდია თქვენი რეაქცია“
„აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ ფეხებზე „მკიდია თქვენი რეაქცია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას. ბოკერიამ შოთაძეს „გამოცდილი კლოუნი“ უწოდა. „ამ სკანდალური ადამიანის დაბრუნება ივანიშვილის მხრიდან იმ სამარცხვინო საქციელის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა მაშინ, როდესაც ჩაფარცხა სარალიძის საქმე არის აგონიის გამოვლინება და იგივე დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელსაც აგონიაში მყოფი ივანიშვილი ეუბნება, რომ ფეხებზე მკიდია თქვენი რეაქცია. ივანიშვილს ისე უჭირს და იმდენად არ ენდობა არავის, რომ სურს ისევ გაკვალულ გზაზე წავიდეს და ის კაცი, რომელსაც მოუწია გადადგომა და არის გამოცდილი „კლოუნი“, დააბრუნოს თანამდებობაზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)