|
2020-01-16 17:46:55, 2227 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: მზად ვართ და ნაბიჯებსაც ვდგამთ დიალოგისკენ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის და ნაბიჯებსაც დგამს დიალოგისკენ აფხაზურ და ოს საზოგადოებასთან. „ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და, ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის (მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“) და, საერთოდ, ჩართულობის პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთი სფეროები, როგორიც არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება ადამიანებს შორის. არსებობს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ ასევე დაილოგის სივრცე და კიდევ უფრო ფართო, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ, ამის შესაბამისი ფორმები გამოძებნადია. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „დაუწერელი თავიც“ კი არის. იმიტომ რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ფორმებიც არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში. მთავარია შინაარსი და მზაობა სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)