|
2020-01-16 13:13:20, 1322 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევაზე: რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა საბოლოო შედეგებს
„CRRC-ის ჩატარებული კვლევა არა სამი და ოთხი, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა საბოლოო შედეგებს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. მისი თქმით, CRRC-ის მიერ ჩატარებული 2016 წლის მარტის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 15% ჰქონდა, ხოლო არჩევნებში ხმების 49% მიიღო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. „CRRC-ის კვლევები არ არის ახალი, ტენდენციურობასთან მიმართებაში შეგვიძლია გავიხსენოთ CRRC-ის ჩატარებული 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც ქართულ ოცნებას ჰქონდა 15%. თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, მაშინ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ აიღო 49% და მოიპოვა საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჯიუტად, სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ CRRC ატარებინებს კვლევებს, რომელიც არა სამი და ოთხი, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს, რაც აისახა ხოლმე საარჩევნო შედეგებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)