|
2020-01-15 16:36:20, 1414 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საუბარი, რომ თითქოს საქართველოში მედიის მუშაობა შეზღუდულია, ღიმილის მომგვრელია
„საუბარი იმაზე, რომ თითქოს მედიის მუშაობა შეზღუდულია საქართველოში, ღიმილის მომგვრელია“,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას „რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ მედიის ხელმძღვანელებს დევნიან და მათ ფაქტიურად ყოველ დღე უწევთ პროკურატურაში მისვლა“. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი და ტელევიზიის ფლობა ან მედიაში მუშაობა ვერანაირი ფარი ვერ იქნება. „დღეს თუ საქართველოში მედიის შეზღუდვა არის რაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ. მედიის ქონდა ანუ მედიაში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ მედიაში მუშაობა ან ტელევიზიის ფლობა იყოს გარკვეული ფარი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ადამიანს რაიმე დანაშაული აქვს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი და მედია ან ტელევიზიაში მუშაობა ვერ იქნება ვერანაირი ფარი. ის, რომ თითქოს მედიის მუშაობა შეზღუდულია საქართველოში ეს ღიმილის მომგვრელია. ამდენი მედიასაშუალება მგონი არასდროს არ ყოფილა როგორც არის დღეს და ვერავინ ვერ შეზღუდავს მედიას და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს ტელევიზიების არსებობას, სააგენტოების, პრესის და ა.შ.“,- განაცხადა კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)