|
2020-01-06 16:12:52, 1196 ნახვა
კომენტარი
გოჩა მირცხულავა: დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არის პატრიარქის პატიმარი
„დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არის პირადად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პატიმარი“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, იგი დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს არ იცნობს. "პრეზიდენტის განმარტებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე დეკანოზი მამალაძე პატრიარქის სიცოცხლისა და ავტორიტეტის ხელმყოფი ყოფილა. გამოდის, რომ საერთოდ არ იცნობს პრეზიდენტი საქმეში არსებულ დეტალებს, რადგან საქმეში დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს, შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობაში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი მამალაძე არის პირადად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პატიმარი“,- განაცხადა გოჩა მირცხულავამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)