|
2020-01-06 16:02:20, 1245 ნახვა
კომენტარი
უგულავა მამალაძის არშეწყალებაზე: არავის სჯერა, რომ პატრიარქმა სთხოვა პრეზიდენტს და მან უარი უთხრა, გამორიცხულია
„უბრალოდ საწყენია, როდესაც საპატრიარქოც კი ტყუილების გუდაშია ჩაფლული, რისი უნდა ირწმუნოს ადამიანმა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის არშეწყალებას. როგორც მან აღნიშნა, წარმოუდგენელია, პატრიარქს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალება ეთხოვა და მას ეს თხოვნა არ შეესრულებინა. „ითვალთმაქცა საპატრიარქომ, ითვალთმაქცა ზურაბიშვილმა, ეს ყველაზე რბილი შეფასებაა და რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ივანიშვილმა. ეს არის და ეს, რასაც ადრე თუ გვიან ნათელი მოეფინება, ამას ვერავინ ვერ დამალავს. უბრალოდ საწყენია, როდესაც საპატრიარქოც კი ტყუილების გუდაში არის ჩაფლული, რისი უნდა ირწმუნოს ადამიანმა. ვინმეს სჯერა? ბავშვსაც არ სჯერა, რომ პატრიარქმა სთხოვა სალომე ზურაბიშვილს და მან უარი უთხრა, გამორიცხულია. ეს რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და ზურაბიშვილმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. არაუშავს, ეს ადამიანი გაძლებს ციხეში, როცა იქნება გამოვა და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს. უბრალოდ მორალური უფლება საიდან აქვს ზურაბიშვილს, ისაუბროს რაღაცა კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილებაზე, მამალაძის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მკვლელები ჰყავს შეწყალებული, როცა პოლიციის მკვლელი ჰყავს შეწყალებული ასე უაპელაციოდ, უბრალოდ“,- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)