|
2020-01-06 15:34:36, 1420 ნახვა
კომენტარი
დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტს: კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის არშეწყალებას „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მან სალომე ზურაბიშვილი მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და „უვიცი“ უწოდა. „პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი. ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი მამალაძე დაეტოვებინათ საპატიმროში, ახლა გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა. სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელიაო, ამ უვიცმა. კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!“, - წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)