|
2020-01-04 19:36:27, 2193 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე - პატრიარქი პირველ პირებს პირადად სთხოვდა ადამიანების შეწყალებას, ოფიციალური მიმართვის გარეშე
„მე პირადად უამრავი შემთხვევის მოწმე ვარ, როდესაც პატრიარქი პირადად პირველ პირებს სთხოვდა ადამიანების შეწყალებას, ყოველგვარი ოფიციალური მიმართვის გარეშე“,- ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახსოვს ის ფაქტიც, თუ როგორ ათხოვნინეს პატრიარქს ყოფილი პრემიერისთვის, გიორგი კვირიკაშვილისთვის თურქი ტერორისტების შეწყალება. „ეს თუ ესე მოხდა, მე თავიდანვე გამიჩდა ეჭვი და ეს იქნება დადგმული სცენარი, ეს იქნება შეურაცხყოფა და თავზე ლაფის გადასხმა სინოდის წევრებზე, წმინდა სინოდზე და ასევე წმინდა სინოდის წევრების მხრიდან საკუთარ თავზე ლაფის დასხმა იქნება. მე პირადად უამრავი შემთხვევის მოწმე ვარ, როდესაც პატრიარქი პირადად პირველ პირებს სთხოვდა ადამიანების შეწყალებას, ყოველგვარი ოფიციალური მიმართვის გარეშე. მათ შორის ცნობილია, დაცვის ხელმძღვანელმა სასამართლოშიც კი დაადასტურა, როდესაც თურქი ტერორისტების შეწყალება ათხოვნინეს პრემიერ კვირიკაშვილისთვის პატრიარქს. დაცვა რომ არ ჩარეულიყო თხოვნაც შესრულდებოდა. გამოვიდეს ის უპასუხისმგებლო ადამიანი, ყოფილი პრემიერი, რომელმაც რაღაც სამართლიანობის და მორწმუნე ადამიანის მანტია მოისხა და ისე წავიდა თანამდებობიდან თითქოს და უარყოს თუ არ ვარ მართალი“,- განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, დღეს მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობებიდან, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული. მანვე აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)