06:56 - 14 Aug, 2026
|
2020-01-04 12:41:36, 4773 ნახვა
სამხედრო
სამხედროებმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)