|
2019-12-28 16:22:46, 3873 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა
„იმ ფაქტით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენრის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე უკანონოდ რჩებიან, კონკრეტულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. „იმ ფაქტით,რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა. სანამ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები რჩებიან საქართველოს მიწაზე უკანონოდ და სანამ ოკუპაცია გრძელდება, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ოკუპაცია გრძელდება. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა თუ მათი გაღება, ადამიანების უკანონოდ დაპატიმრება კვლავ რჩება პრობლემად და ეს არის რეალურად, ოკუპაციის საერთო სურათი. ორივე რეგიონში ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)