|
2019-12-27 18:00:47, 1870 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სესხები რეგულაციების დარღვევით მიიღეს
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა შემოწმება თიბისი ბანკში და მისი ჩვენებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სესხების გაცემის შემდგომ, „სამგორი ჯგუფიდან“ იგივე სესხები მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რეგულაციების დარღვევით მიიღეს“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ასევე, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა კიდევ ერთი დარღვევა, რომ ბანკმა უზრუნველყოფის ქონებების მიქცევა სესხების ამოსაღებად არ განახორციელა და ამ ქმედებებით თიბისი ბანკმა მიიღო დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი. ამასთან, არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ ფაქტს სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემდა. „ მოწმე, რომელიც იყო ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ჩაატარა ინტერესთა კონფლიქტთან შეუთავსებლობის შემოწმება. უკანონო შემოსავლის კვალიფიკაციას ფაქტს აძლევს ბრალდების მხარე. ჩვენ ამ ქმედებებს მივეცით სისხლის სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და საბოლოო გადაწყვეტილება, ეს ასე იყო თუ არ იყო უნდა მიიღოს სასამართლომ. შესაბამისად, ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ საკითხზე თავის დასკვნას ვერ გააკეთებდა“,-აღნიშნა პროკურორმა. მისივე თქმით, მოწმეთა ბაზაში არიან როგორც თიბისი ბანკის, ასევე „სამგორი ჯგუფის“ წარმომადგენლები, გამომძიებლები და ფინანსისტები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)