|
2019-12-26 14:26:54, 1960 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია ტელევიზიების ინკასოზე: ეს არ არის დავალიანების საკითხი, ეს მედიების მოხრჩობის გზაა
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის დავალიანების საკითხი, ეს მედიების მოხრჩობის გზაა, მათ შორის „კავკასიის“ “, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ტელევიზიების ანგარიშებზე დადებულ ინკასოს. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო და უფრო იძენს პუტინისტურ ხასიათს. „ეს საერთო პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება არის, რაშიც ახალი არაფერია. თუმცა, სულ უფრო და უფრო იძენს პუტინისტურ ხასიათს ამ ხელისუფლების ქმედებები. ზუსტად აგვისტო და ახალი წლის წინა პერიოდი არის ხოლმე, როდესაც პუტინი დიდ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან გონია, რომ ეს გაუვა ამ პერიოდში. წარმოუდგენელია და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინანსური საკითხი, ეს არ არის დავალიანების საკითხი. ეს არის მედიების მოხრჩობის გზა, მათ შორის „კავკასიის“. ამიტომ ეს იყო ძალიან სწრაფი რეაქცია, რაც ჩვენ გვქონდა სოლიდარობის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ „კავკასიასთან“ ერთად იმისთვის, რომ ეს ტელეარხი არ დაიხუროს. იგივე პრობლემა აქვს „ტვ პირველსაც“, რაშიც სრულიად სოლიდარულები ვართ და აუცილებლად ვიქნებით მათ გვერდით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაედო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)