|
2019-12-25 17:47:43, 2045 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს. არჩილ თალაკვაძე დღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის ინტრონიზაციის 42 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს აღსაყდრების საიუბილეო თარიღი ტაძრის ამბიონიდან მიულოცა, მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრა და პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა. „ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის თარიღს. როგორც ერთი მოქალაქე, ერთი სულიერი შვილი, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის. ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, რწმენაში დაბრუნება, ნუგეში, ტრადიციების და კულტურის აღდგენა, მრევლის გაძლიერება და ბევრი სხვა საქმე, რასაც ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ქვია ღვაწლი. სწორედ ამ ღვაწლით არის კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ჩვენს წინაშე და მინდა, თავმდაბლად, მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა. იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა. მადლობა ღმერთს დღეს მშვიდობა გვაქვს და ყველანი ერთად ვართ ამ ტაძარში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)