|
2019-12-24 18:10:27, 2088 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე აშშ-ს განცხადებაზე: ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს
„ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში. როგორც მდინარაძე წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზოგადი მესიჯი მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასებაა. „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა: 1. მხარს ვუჭერთ უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. 2. მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს. 3. მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. 4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავიუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. 5. აშშ გააგრძელებს, თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად. პირველი: ზოგადი მესიჯი, - მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასება. მეორე და მესამე: საქართველოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემების (სასამართლო რეფორმის და მიმდინარე დიალოგის) პოზიტიური შეფასება. მეოთხე და მეხუთე: მომავალზე ორიენტირებული მესიჯები, - მოწოდება მიღწეული პროგრესის განმტკიცებაზე და ხელშეწყობის გაგრძელების დაპირება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს, ანუ იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!.. წარმოიდგინეთ, რაც ასე აშკარად არ ჩანს და პოლიტიკოსებისგან უნდა გაიგოს ხალხმა, იმაზე რას აკეთებენ...“, - წერს მდინარაძე. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)