|
2019-12-24 15:39:14, 1797 ნახვა
კომენტარი
ცოტნე ზურაბიანი: აშშ მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს
,,შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს“ – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გარანტი იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, რაც მოუტანს მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას საქართველოს მოსახლეობას. ,,არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და მიღწეულ პროგრესს სასამართლოში. ანალოგიური პოზიცია, რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ მკაფიო და თვალსაჩინო პროგრესს, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში გვაქვს და სრულიად მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა. ცხადია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე და რა თქმა უნდა, ამას ოპონენტების ფეიკნიუსები და მავნებლური ქმედებები ვერაფერს დააკლებს”, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტნე ზურაბიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)